ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ განცხადება გააკეთა აშშ-ის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით ვენესუელაში. ბერსეს თქმით, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები გაურკვევლობის მომენტია ვენესუელის ხალხისთვის და საერთაშორისო სტაბილურობისთვის. „ეს გვიჩვენებს უფრო ღრმა ცვლილებას ახალ მსოფლიო წესრიგში, სადაც ძალის გამოყენება ნორმალიზებულია და კანონი იარაღად გამოიყენება“, – განაცხადა ბერსემ. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სამხედრო ძალის გამოყენება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სერიოზულ კითხვებს ბადებს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, […] Source