სადაზღვევო ბაზარი ყოველ ხუთ წელიწადში ორმაგდება, თუმცა პოტენციალი კიდევ უფრო დიდია – დავით ონოფრიშვილი(bm.ge)

საქართველოს სადაზღვევო სექტორი განვითარების დინამიკურ ფაზაშია. ბაზარი, რომლის შემოსავლები 10 წლის წინ მხოლოდ 360 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს 1.5-მილიარდიან ნიშნულს უახლოვდება – ამის შესახებ BMG-სთან დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ბოლო წლებში უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში – პანდემიის შემდგომ წლებში ზრდის ტემპი 17-18%-ს შეადგენდა, […]