უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალ სერიას იწყებს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მიმდინარე კვირაში ევროპაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, სადაც უკრაინული დელეგაცია პარტნიორ ქვეყნებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებს. შეხვედრებამდე კი, დღეს კიევში მთავრობის სხდომაა დაგეგმილი. ზელენსკის განცხადებით, ქვეყანაში აუცილებელია ცვლილებები, და უკვე ცნობილია, რომ ცვლილებები შეეხება სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურსაც. Source