დღეს, 5 იანვარს, თბილისის აეროპორტში დააკავეს ფარნაოზ ჭკადუა – აქტივისტი, რომელიც წარსულში ფეისბუკზე ანტისამთავრობო გვერდებს მართავდა და 2019 წელს პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარს სთხოვდა. ინფორმაციას მისი დაკავების შესახებ ზაზა დობორჯგინიძე ავრცელებს, ჰონკ კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დოქტორანტი. როგორც მან “ნეტგაზეთს” უთხრა, დაკავების შესახებ ფარნაოზ ჭკადუას ძმისგან შეიტყო. ფარნაოზ ჭკადუამ პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი 2019 წელს სთხოვა. […]