ოფიციალურად: გიორგი ზარიამ “კაირატი” დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა

ყაზახურმა “კაირატმა” გვაუწყა, რომ გუნდის რიგები 28 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ზარიამ დატოვა, რომელსაც კონტრაქტი ამოეწურა და შრომითი ხელშეკრულება აღარ გახანგლძრივდა. ჩვენებური ამ კლუბის ღირსებას 2024 წლიდან იცავდა. პირველ სეზონში მან 30 მატჩში 15 გოლი გაიტანა და ყაზახეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა. “კაირატთამ” ერთად, ქართველმა ფეხბურთელმა ორჯერ ქვეყნის ჩემპიონატი და ერთხელ ეროვნული თასი მოიგო. […]