ესპანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში სამხედროების განლაგებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პარიზში გამართული “მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ შემდეგი ორშაბათიდან, 12 იანვრიდან, ის საპარლამენტო ჯგუფების უმრავლესობის წარმომადგენლებთან დაიწყებს შეხვედრების სერიას უკრაინაში სამშვიდობო პროცესში ესპანეთის პოტენციურ წვლილზე. მან აღნიშნა, რომ ესპანეთი, როგორც “დიდი ევროპული ქვეყანა” მონაწილეობას მიიღებს ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში გადაწყვეტილებების […]