მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი ბოლო წლებია მოუგვარებელ პრობლემად რჩება. უკანონო მაინინგი, გადატვირთული ქსელი და ამას დამატებული რთული მეტეოროლოგიური პირობები, ზამთრის პერიოდში მესტიის მოსახლეობას დენის გარეშე ხშირად კვირების განმავლობაშიც ტოვებს. აღნიშნული პრობლემა მოსახლეობის პროტესტის მიზეზი გახდა წელსაც. გასულ წლის შემოდგომაზე უფასო ელექტროენერგიის კრიპტო მაინინგის მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით წერდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაც. მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი […]