ბავშვთა სიმსუქნის გამო, დიდ ბრიტანეთში სწრაფი კვების რეკლამა აიკრძალა

დიდ ბრიტანეთში დილის 5:30 საათიდან საღამოს 9 საათამდე ტელევიზიით არაჯანსაღი საკვების რეკლამირების აკრძალვა ამოქმედდა. The Guardian-ის ცნობით, მთავრობა ბავშვთა სიმსუქნის კრიზისთან გამკლავებას ცდილობს. გამოცემის ინფორმაციით, აკრძალვა ინტერნეტსაც ეხება. შეზღუდვები ცხიმის, შაქრისა და მარილის შემცველი საკვების 13 კატეგორიას შეახო, მათ შორის ჩიფსებს, პიცას, საუზმის ბურღულეულს, სწრაფი მომზადების ფაფას და შოკოლადს.