თეთრ სახლში აცხადებენ, რომ თუ საჭირო იქნება, "ჩრდილოვანი ფლოტის" დაკავებული გემის ეკიპაჟს გასასამართლებლად აშშ-ში ჩაიყვანენ

საჭირო თუ იქნება, რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" დაკავებული გემის ეკიპაჟს აშშ-ში ჩამოვიყვანთ სასამართლოსთვის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.