ანტონიო კოშტა – გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის, ვერაფერი გადაწყდება დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებით დანიის ან გრენლანდიის გარეშე

ევროკავშირი ვერ შეეგუება საერთაშორისო სამართლის დარღვევებს – იქნება ეს კვიპროსში, ლათინურ ამერიკაში, გრენლანდიაში, უკრაინასა თუ ღაზაში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა. „ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული ატრიბუტი არ არის – ეს ღირებულებების ერთობაა. ჩვენი კოლექტიური ძალა აყვავებულ ეკონომიკასა და თავდაცვაში ინვესტიციების ზრდაზეა დაფუძნებული – დიახ. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკიდებულია იმ თანმიმდევრულობაზე, რომლითაც […]