ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის გასვლას 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან. თეთრი სახლის თანახმად, ეს ორგანიზაციები აღარ ემსახურებიან აშშ-ის ინტერესებს. 66 ორგანიზაციიდან 31 გაეროს ეგიდით საქმიანობს. აშშ ტოვებს გაეროს ეგიდით მოქმედ ისეთ სტრუქტურებს, როგორებიცაა დემოკრატიის ფონდი, საერთაშორისო სამართლის კომისია, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობს, […]