HSC Group Hospitality-ის დირექტორის, გიორგი დოლიძის თქმით, საქართველოში სასტუმრო ბიზნესი ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად რჩება, რასაც სექტორის სტაბილური ზრდა და ქვეყნის ცნობადობის ზრდა განაპირობებს. როგორც მან გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა, სასტუმროების სანომრე ფონდი სწრაფად ფართოვდება და 2028 წლამდე კიდევ უფრო მეტი ბრენდული, თუ არაბრენდული ობიექტის გახსნაა დაგეგმილი. „უშუალოდ ჩვენი კომპანიის შემთხვევაშიც 4-5 მიმდინარე პროექტი გვაქვს, […]