ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ის ფეხბურთელი რომ გახდა, გუნდს საფრანგეთის სუპერთასი რამდენიმე დღის მოპოვებული ჰქონდა და ეს ტიტული ქართველის მდიდრულ მონაპოვარს აკლია. “კვარას” ამის “გამოსწორება” ახლა შეუძლია – დღეს, 8 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე, პსჟ “მარსელს” ქუვეითში, “ჯაბერ ალ-აჰმადზე” (60 000 მაყურებელი) შეხვდება. მოგეხსენებათ, ლუის ენრიკეს გუნდმა გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო და მარსელელებმა უბრალოდ ჩემპიონატში მეორე […]