ChatGPT-ს ჯანმრთელობის სექცია ემატება

ChatGPT-ს შემქმნელმა კომპანია OpenAI-მ განაცხადა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში ჩატბოტს ახალი სექცია დაემატება, რომელიც მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. მომხმარებლები ჩატბოტს სამედიცინო თემებზე აქტიურად ეკითხებიან. კომპანიის განცხადებით, პლატფორმაზე ამგვარ კითხვებს კვირაში 230 მილიონი ადამიანი სვამს. ახალი სექცია — ChatGPT Health — კი ჯანმრთელობის შესახებ ჩატებს სხვა მიმოწერებისგან განაცალკევებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ...