გიორგი შარაშიძე: 20 ივნისის საქმეზე რა აქვს დასამალი "ოცნებას" და ვის აფარებს ხელს?

"გახარიას ედავებიან ადამიანების დაზიანების ორგანიზებას, მაშინ, როდესაც 20 ივნისს ადამიანები დაზიანდნენ რეზინის ტყვიებით, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია", — ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი გიორგი შარაშიძე წერს. მისი თქმით, "20 ივნისის საქმე გახარიას წინააღმდეგ არის ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ დაანონსებული პოლიტიკური და პირადი შურისძიების აღსრულება". "გახარიამ ღირსეულად ...