ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის არეალში ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 2 ათასამდე აბონენტს. გაზის მიწოდება გუშინ, 7 იანვარს, ღამით შეწყდა. კომპანია „სოკარის“ განმარტებით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. „ვმუშაობთ, დღის ოთხი საათიდან გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანიაში. „სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. The post ბათუმში 2 ათასამდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება appeared first on Batumelebi .