შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერზე – იქნებ ვეღირსოთ ევროკავშირის ელჩის ერთ განცხადებას მაინც – თუ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს არ დაგმობს, ის მაინც თქვას, რომ ეს ძალადობრივი შტურმი ევროპული საქციელი არ არის

საქართველოში პრეზიდენტის სასახლის შტურმი მოხდა ევროკავშირის დროშით ხელში, ამას ამართლებს და თვალს უხუჭავს ევროკავშირის საელჩო და კომისია, რაც რა თქმა უნდა, კატასტროფაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, დღემდე ევროკავშირს ძალადობა არ დაუგმია, „რაც კიდევ ერთხელ აღვივებს ეჭვს, რომ ეს იყო საერთო, ორკესტრირებული და კოორდინირებული საინფორმაციო მხარდაჭერა […]