მონტე-კარლოში ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ბელა ხოტენაშვილმა. საერთაშორისო დიდოსტატმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი მოჭადრაკე ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა. ბოლო ტურში მან მოგებულ პოზიციაში განცდილი მარცხის შემდეგ I–II ადგილები ნიდერლანდელ ელინე რობერსთან გაიყო, თუმცა, პირადი შეხვედრის შედეგის გამო ვერცხლის მედალს დასჯერდა. ასევე, მას დაემატა +30 სარეიტინგო ქულა. ასევე წარმატებით იასპარეზა ნინო ბაციაშვილმა. […]