მეუფე დიმიტრი უკრაინელ ხალხს – თქვენი სიმამაცე აღფრთოვანებას იწვევს – იცოდეთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი თქვენზე ფიქრობს, თქვენთვის ლოცულობს და მშვიდობას გისურვებთ

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი უკრაინელ ხალხს მიმართავს, რომელსაც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს. „ამ სტრიქონებს დიდი გულისტკივილითა და ღრმა თანაგრძნობით გწერთ. ვხედავთ, როგორ ინგრევა ქალაქები თქვენს თვალწინ, როგორ იტანჯებიან ბავშვები, დედები და მოხუცები, ადამიანები, რომლებიც ომის მსხვერპლი არასდროს უნდა გამხდარიყვნენ. თქვენი სიმამაცე აღფრთოვანებას იწვევს. იცოდეთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი თქვენზე […]