შსს – მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან გააძევეს გერმანიის მოქალაქე, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს და საქართველოდან გააძევეს. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 7 იანვარს აღნიშნული პირი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოფნისას გახდა აგრესიული, უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა […]