2026 წლის ივნისიდან “ბორჯღალოსნებისა” და “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელი ფრანგი სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანი იქნება, რომელთანაც კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა. ამა წლის იანვრიდან ივნისამდე ორივე გუნდს მისი იტალიელი ასისტენტი მარკო ბორტოლამი გაუძღვება. “შავ ლომში” ბორტოლამის დებიუტი 10 იანვარს, “ჩელენჯ თასზე” ფრანგულ “მონტობანთან” (სტუმრად) შედგება. ჩვენი გუნდი 17 იანვარს იტალიურ “ძებრეს” „მიხეილ მესხზე“ დაუხვდება. ბორტოლამი გაიყვანს […]