პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც „კამიტით“ მოწამვლასთან დაკავშირებით ფილმებში მონაწილეობენ, „კამიტით“ კი არ არიან მოწამლულნი, არამედ საკუთარი სამშობლოს სიძულვილით. „პირველი ნაწილი ჩვენ ვნახეთ, რომ ჩაფლავდა. ვერ გაიყიდა საზოგადოებაში მათი შეთხზული ტყუილი მოწამვლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ არსებულ ამბავს ედავებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას. დადასტურდა, რომ არანაირი მსგავსი […]