შეშფოთებული ვარ გრენლანდიის საკითხით და ყველაფრით, რაც ნატო-სა და აშშ-ში იდეოლოგიურ, პოლიტიკურ დაძაბულობას ქმნის – ტუსკი

პოლონეთი გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ნატო-ში არსებული დაძაბულობით შეშფოთებულია, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. ტუსკის თქმით, ფიქრობს, რომ როგორც ერთგული მოკავშირე, ვარშავა ვაშინგტონთან თავისი შეშფოთების შესახებ გულწრფელი უნდა იყოს. „მე ძალიან შეშფოთებული ვარ გრენლანდიის საკითხით და ასევე ძალიან შეშფოთებული ვარ შეერთებულ შტატებში განვითარებული მოვლენებით და ყველაფრით, რაც ნატო-სა და თავად შეერთებულ შტატებში ასეთ […]