საქართველოში ირანის საელჩო ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მშვიდობიანი დემონსტრაციების გადაქცევა ძალადობრივ აქციებად, რომლის მიზანსაც ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს, მთლიანად ამერიკის კისერზეა“. „ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა და მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ამირ საიდ ირავანიმ წერილი გაუგზავნა ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს და უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს, სადაც საუბარია ამერიკის ტერორისტული რეჟიმის განცხადებებზე ირანის […]