სალომე ზურაბიშვილი – მოსამართლემ ტროტუარზე დგომისთვის მშვიდობიანი დემონსტრანტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრა გადაწყვიტა – ეს ავტორიტარული მმართველობაა და არა სამართლიანობა

ეს ავტორიტარული მმართველობაა და არა სამართლიანობა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა. მოსამართლემ ტროტუარზე დგომისთვის მშვიდობიანი დემონსტრანტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრა გადაწყვიტა, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მკაცრი კანონები, რეტროაქტიული სასამართლო დადგენილებები და განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით იარაღად ქცეული სასამართლოები. ეს ავტორიტარული მმართველობაა […]