აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. პარალელურად კი, იმედს გამოთქვამს, რომ შეერთებულ შტატებს „მისი გამოყენება არ მოუწევს“. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღების საკითხი მთლიანად მასზეა დამოკიდებული. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ „მკაცრი სანქციები“ უკვე დააწესა. „მე ამას მხარს ვუჭერ. […]