მერკელმა „ქართულ კრიმინალთან“ ბრძოლაში, თბილისისგან გარანტიები მიიღო

„ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი ბერკეტი ვიზალიბერალიზაცია იქნება“ – ასეთი იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარი მესიჯი წვიმიან ბერლინში, იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელმაც ევროპესიმისტთა მოსაზრებით, გაურკვეველი დროით, „დაამუხრუჭა“ ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ისტორიული პროცესი, ევროოპტიმისტთა აზრით, კი ეს მხოლოდ „დროებითი შეყოვნებაა“. ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის ახალ პოზიციასთან დაკავშირებით, გიორგი კვირიკაშვილმა უშუალოდ, გერმანიის პოლიტიკური ელიტისგან მიიღო ინფორმაცია. საქართველოს პრემიერი, პირველ […]