ირანში მიმდინარე მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე საავადმყოფოები გადატვირთულია გარდაცვლილი და დაშავებული პაციენტებით, -ამის შესახებ სამი საავადმყოფოს თანამშრომლებმა BBC-ს განუცხადეს . თეირანის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდებს პირდაპირი დამიზნებით თავებსა და გულებში აქვთ ნასროლი. მისი ინფორმაციით, პაციენტების რაოდენობა იმდენად ბევრი იყო, რომ ექიმებს გულ-ფილტვის რეანიმაციის პროცედურისთვის (პროცედურა, რომელიც უტარდება გულგაჩერებულ ადამიანს) დრო აღარ რჩებოდათ. „ახალგაზრდებს თავში და გულში პირდაპირი დამიზნებით აქვთ ნასროლი