ირანში ინტერნეტსა საერთაშორისო სატელეფონო ზარებზე წვდომა შეზღუდულია. ირანის მთავრობამ დაადასტურა, რომ ინტერნეტის გათიშვა საპროტესტო აქციებს უკავშირდება. ირანში ინტერნეტზე წვდომა, უკვე 60 საათზე მეტია, შეზღუდულია. გავრცელებული ცნობებით, შეზღუდვა საერთაშორისო სატელეფონო ზარებსაც ეხება. ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში ადამიანებმა შეძლეს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის გამოყენება, თუმცა მთავრობა მის დაბლოკვასაც ცდილობს. Iran International-ის ინფორმაციით, ირანში ბოლო 48 საათში 2 000 ადამიანი […]