ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მაღალი დონის მზადყოფნაშია, – ინფორმაციას Reuters-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ წყაროებმა არ დააკონკრეტეს, რას ნიშნავს ისრაელის მაღალი მზადყოფნის მდგომარეობა პრაქტიკაში. ერთ-ერთი ისრაელელი წყაროს ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტელეფონით ისაუბრეს და აშშ-ის ირანში ჩარევის შესაძლებლობა განიხილეს. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია […]