“ოცნება” ვენეციის კომისიის წინააღმდეგ – რისთვის ემზადება ივანიშვილის გუნდი? (ვიდეო)

ამზადებს თუ არა “ქართული ოცნება” ნიადაგს ვენეციის კომისიის სავარაუდოდ კრიტიკული დასკვნის დისკრედიტაციისთვის – კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილის პარტიამ საერთაშორისო ინსტიტუტზე იერიში არაერთხელ მიიტანა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პარტიების აკრძალვის კანონს საერთაშორისო ექსპერტები არაკონსტიტუციურად შეაფასებენ, ამიტომ მმართველი გუნდი ამისთვის წინასწარ ემზადება. ეკა ბესელიამ, რომელიც ერთ დროს საპარლამენტო ასამბლეის წევრი იყო, კარგად იცის, […]