მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წელს, GCCA-ში – 1470 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 5450 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, 2024 წელთან შედარებით, 65 %-ით არის გაზრდილი. დასრულებული საქმეების 90 % მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა და მათ 1 მლნ ლარზე მეტი აუნაზღაურდათ. საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 183 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 288 საქმეზე. […]