რა თქმა უნდა, ფლორენციაში ფავორიტი იყო სერია A-ს ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ “არტემიო ფრანკიზე”, ისტორიულად, ყოველთვის დიდი ბრძოლები იმართებოდა, როგორ სატურნირო მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყვნენ გუნდები უშუალოდ მატჩის წინ. “მილანმა” თავიდანვე შეუტია და მე-15 წუთზე კრისტიან პულიშიჩს ანგარიში რომ გაეხსნა, თამაში სხვა სცენარით წარიმართებოდა, მაგრამ “ფიორენტინა” დავიდ დე ხეას გმირულმა “სეივმა” გადაარჩინა. პირველ ტაიმში “იებს” უჭირდათ […]