საუდის არაბეთში გამართულ ესპანეთის სუპერთასის ფინალში “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” 3:2 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული ისტორიაში მეთექვსმეტედ მოიგო. შეხვედრის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, “რეალი” ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობდა და ვინისიუსმა შესანიშნავი შანსიც მიიღო, ბრაზილიელის დარტყმული გარსიამ მარტივად მოიგერია. 36-ე წუთზე “ბლაუგრანა” რაფინიამ ეფექტური გოლით დააწინაურა, 45+2 წუთზე კი ვინისიუსმა შესანიშნავი სოლო-რეიდი შემოგვთავაზა, კუნდე მარტივად ჩამოიტოვა და […]