კონტე გააძევეს – “ნაპოლი” “ინტერთან” მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა

სერია A-ს მეოცე ტურში „ინტერი“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლისთან“ ფრეს დასჯერდა – 2:2. მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ სკოტ მაკტომინეიმ ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. 71-ე წუთზე პენალტის დანიშვნა სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ემოციურად გააპროტესტა და მსაჯმა გააძევა. 43 ქულით ლიდერი „ინტერია“, 40 ქულით მეორე ადგილზე „მილანია“, 39 ქულით კი მესამე პოზიციაზე „ნაპოლია“. 14 იანვარს „ინტერი“ „ლეჩეს“, ხოლო […]