დღეს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება

დღეს, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში დაიგეგმა. როგორც მარშის ორგანიზატორები აცხადებენ, მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან, 20:00 საათზე დაიწყება და გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველზე, პარლამენტთან დასრულდება. ამასთან, გუშინ, 22:00 საათზე, მზია ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები სიმბოლური აქციით რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბნენ. ცნობისთვის, 12 იანვარს მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან ერთი წელი […]