ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი — ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით. ოცნების ხელისუფლების მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ასევე გამართავს მსხვილი საინვესტიციო ...