თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ოფისის ადგილას მრავალფუნქციური შენობა, მათ შორის, ავტომობილების საგამოფენო დარბაზი აშენდება. როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდიდან ირკვევა, 4000 კვ.მ. მიწის ფართობზე საავტომობილო ცენტრის და საოფისე სივრცეების მოწყობა დაახლოებით, 3 წელიწადში დასრულდება. „ნაკვეთზე მდებარეობს 3 სართულიანი საოფისე შენობა. მესაკუთრის სურვილით დაგეგმილია არსებული შენობის რეკონსტრუქცია (მიშენება) და შენობის ფუნქციის ცვლილება მრავალფუნქციური კომპლექსით, […]