უკრაინული მედია: თირკმლის უკმარისობის გამო კადიროვი საკუთარ კლინიკაში გადაიყვანეს

უკრაინული მედია მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე (გურ) დაყრდნობით იუწყება, რომ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ის თირკმლის უკმარისობის გამო კლინიკაში დიალიზს გადის. გურ-ს წყაროები იუწყებიან, რომ კადიროვი, სავარაუდოდ, ჩეჩნეთში, საკუთარ საავადმყოფოში იმყოფება — ოჯახის წევრები, მათ შორის სხვა ქვეყნებიდან, მის სანახავად ჩავიდნენ. Interfax-Ukraine და Ukrinform წერენ, რომ კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ...