ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია "ბათუმელების" და ნეტგაზეთის" თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წლისთავს ეხმაურება. ქარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის და იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს". "დღეს, 12 იანვარს, სრულდება ერთი წელი, რაც მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული და უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მზია ამაღლობელის ...