ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, გახმაურებული სერიალი თეირანი მაყურებელს ახალი სეზონით დაუბრუნდა. ისრაელური ჯაშუშური თრილერის მესამე სეზონის პრემიერა Apple TV-ზე 9 იანვარს შედგა. სეზონი ამჯერადაც რვა ეპიზოდს მოიცავს, ახალ სერიებს კი პარასკევობით ვიხილავთ. თეირანის მთავარი გმირი ისრაელის სადაზვერვო სამსახურის — მოსადის — აგენტი, ირანში დაბადებული ებრაელი თამარ რაბინიანია, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მისიით ბრუნდება. ...