შსს განცხადებას ავრცელებს-სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება

შსს ოზურგეთში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება მოხდება. ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინა დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთის ბიძას, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება. დაზიანებები აქვს მის არასრულწლოვან დისშვილსაც. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. […] Source