ქუთაისის რაიონულ სასამართლოში 4 ჭიათურელი მაღაროელის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდებულების სკამზე ისხდნენ: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი — მაღაროელები 28 აპრილის ღამეს მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს, როდესაც პროტესტის მონაწილეები და შუქრუთის მაღაროს დირექტორი, თენგიზ კობერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბრალდებულებს სწორედ თენგიზ კობერიძეზე ფიზიკურ თავდასხმას ედავებიან. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, ...