NASA-მ კოსმოსში ეგზოპლანეტების შემსწავლელი ახალი ზონდი გაუშვა, რომელსაც "პანდორა" ეწოდება. ის ორბიტაზე ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ გაიტანა. აპარატი კალიფორნიაში მდებარე ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან 11 იანვარს, ადგილობრივი დროით 8:44-ზე, აფრინდა. კომპანია მისიას "ბინდის" სახელით მოიხსენიებს, რადგან ზონდი მზის მიმართ სინქრონულ ორბიტაზე განლაგდა, რომელიც დედამიწის დღისა და ღამის გამყოფ ...