აშშ აცხადებს, რომ ირანი მოლაპარაკებას ითხოვს

ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე გარდაცვლილთა რიცხვი 500-ს აღწევს. ქვეყნის ხელისუფლება ამ საკითხზე ინფორმაციას არ ასაჯაროებს, რის გამოც პროცესზე დისტანციურად დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ვითარება გაცილებით მძიმე იყოს. ადგილზე მომუშავე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმრავლესობა ანტისამთავრობო აქციის მონაწილეა, ხოლო 50-მდე პირი ირანის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. აქციები ამჟამად 100 ირანულ ქალაქში მიმდინარეობს. მასშტაბური რეპრესიების მიუხედავად მოსახლეობა ქუჩაში […]