სავალდებულოა, გამოიყენოთ მიწისქვეშა გადასასვლელები – შსს მზია ამაღლობელის მხარდამჭერებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სავალდებულო მითითებას ავრცელებს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარშის მონაწილეებისთვის. უწყების მოთხოვნაა, მსვლელობა ჩატარდეს მხოლოდ ტროტუარებზე, გზებზე გადასასვლელად კი გამოიყენონ მიწისქვეშა გადასასვლელები. „მანიფესტაციის მსვლელობა განხორციელდეს ქ. თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან“ (შეკრება ჩატარდეს მხოლოდ ხალხის სავალ ნაწილზე (ტროტუარზე) და მანიფესტაციის მონაწილეებმა ისარგებლონ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელით) საქართველოს პარლამენტის შენობამდე“, – წერია […]