უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსულ კერძო თუ საჯარო ელიტაში იდუმალებით მოცული თვითმკვლელობები და სიკვდილიანობა გრძელდება. ამჯერად კვიპროსში კომპანია „ურალკალის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, 53 წლის ვლადისლავ ბაუმგერტნერი გაუჩინარდა, რომელსაც 7 იანვრის შემდეგ ეძებენ. ინფორმაციას meduza ავრცელებს. ბოლოს ის ლიმასოლში ნახეს, სადაც თავის საცხოვრებელ სახლს ტოვებდა. ვლადისლავ ბაუმგერტნერი „ურალკალს“ 2003-იდან 2013 წლამდე ჯერ კომერციული დირექტორის, შემდეგ კი […]