აშშ 25%-იანი ტარიფებს უწესებს ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 25%-იან ტარიფებს დაუწესებს ყველა ქვეყანას, რომელიც ირანთან სავაჭრო ურთიერთობებს აწარმოებს. საუბარია იმაზე, რომ ქვეყნები, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ, ამერიკულ ბაზარზე მოსახვედრად თავისი პროდუქციისთვის 25%-იან ტარიფებს გადაიხდიან. ირანში უკვე სამი კვირაა საპროტესტო აქციები გრძელდება. უფლებადამცველების თანახმად, ძალოვნებმა 600-მდე დემონსტრანტი მოკლეს. The post აშშ 25%-იანი ტარიფებს უწესებს ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ appeared first on Netgazeti .