„ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესების გაგრძელებით მეტი ფაქტი გასაჯაროვდებოდა და მეტი „სიბინძურე“ ამოიყრებოდა. ამიტომ, მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოძიებასთან თანამშრომლობით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. „მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ითანამშრომლა გამოძიებასთან… რა თქმა უნდა, მან ყველა რისკი გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა, ალბათ, არავისთვის იქნებოდა […]