ირანი დასავლელ ელჩებს პროტესტისადმი მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები ორშაბათს, 12 იანვარს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რათა მათი მხრიდან ანტისამთავრობო აქციებისადმი ღია მხარდაჭერა დაეგმოთ. Euronews-ის ინფორმაციით, დიპლომატებს ადგილზე პროტესტის დროს დაზიანებული ქალაქების ამსახველი ვიდეომასალა აჩვენეს და მოსთხოვეს, უკან წაეღოთ მხარდამჭერი ოფიციალური განცხადებები. დასავლურმა სახელმწიფოებმა ღია მხარდაჭერა მას შემდეგ გამოხატეს, რაც ნორვეგიაში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ […]